Accentnews.ge
აჭარაში სამი საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

აჭარაში სამი საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა

14/05/2021 10:30:12 საზოგადოება, რეკლამა

აჭარაში სამი საჯარო სკოლის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდა.

ბათუმის N9 სკოლა - განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: ფასადის სრული რეაბილიტაცია, პანდუსისა და სველი წერტილების მოწყობა. პირველ ეტაპზე განხორციელდა სახურავის რეაბილიტაცია. მომდევნო წელს დაგეგემილია სკოლის შიდა სასწავლო სივრცის რეაბილიტაცია.

ბათუმის N26 სკოლა - განხორციელდება მეორე ეტაპის სამუშაოები: შენობის უკანა ფასადის შეფუთვა.პირველ ეტაპზე განხორციელდა სველი წერტილების რეაბილიტაცია.მომდევნო წელს დაგეგმილია სახურავის და ფასადის სრული რეაბილიტაცია.

ქვემო ახალშენის სკოლა - განხორციელდება პირველი ეტაპის სამუშაოები: პანდუსისა და ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა. შენობისა და გარე ტერიტორიის კეთილმოწყობა. ღია მოედნის მოწყობის სამუშაოები განხორციელდება მომდევნო წელს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S