Accentnews.ge
„ღამე "ბუნკერში" გავატარე“ – ქართველი ემიგრანტი თანამოქალაქლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

„ღამე "ბუნკერში" გავატარე“ – ქართველი ემიგრანტი თანამოქალაქლეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს

14/05/2021 08:02:23 საზოგადოება

მთელი ღამე "ბუნკერში" გავატარე,– ამბობს ქართველი ემიგრანტი ინგა სოფრომაძე. ის ისრაელის ქალაქ აშდოდში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს, საქართველოს მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და მოუწოდებს, დაემორჩილონ ოფიციალურ მოწოდებებს, ამასთან, მუდმივად თან იქონიონ პასპორტი:

"წუხელ მეოთხე ღამე იყო ომში, უძილობით გათანგული ვარ, მაგრამ წუხელ ისეთი მდგომარეობა იყო აშდოდში, მთელი ღამე "ბუნკერში" გავატარე. ცოტა მეძინა კიდეც, რადგან შიში მინიმუმზე იყო დაყვანილი. ვისაც სახლში სპეციალური ოთახი არ გვაქვს, ღამის საათებში უფრო ინტენსიური სროლებია, ამიტომ აიღეთ ბალიში და გადასაფარებელი, ჩადით "ბუნკერში", ბევრად უკეთესია, ცოტა ძილის შესაძლებლობაც გაქვთ და 1000% -იანი დაცული ხარ! მით უმეტეს, ზღვის მხრიდან ლიბანის გააქტიურების საშიშროებაა, არავინ იცის სირენის დროს რაკეტა პალესტინიდან მოდის თუ ზღვიდან! არ დაგავიწყდეთ პასპორტი ყოველთვის გქონდეთ თქვენთან, როგორც ტელეფონი! ომია....".

როგორც ემიგრანტები განმარტავენ, განგაშის სიგნალის ჩართვიდან მოქალაქეებს ფაქტობრივად ერთი წუთი რჩევად, შედარებით უსაფრთხო ადგილამდე მივიდნენ და საფრთხის გადავლას ამ ლოკაციაზე დაელოდნონ. ამიტომ, რეკომენდირებულია, გადაადგილდნენ ისეთ ტერიტორიაზე, საიდანაც თავშესაფრამდე მისვლა მაქსიმალურად მოკლე დროშია შესაძლებელი.

ინფორმაციისთვის: ისრაელის ქალაქი აშდოდი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, თელ-ავივიდან 30კმ-ით სამხრეთით მდებარეობს. იგი ქართული წარმომავლობის ებრაელების სახლად მიიჩნევა. 9 მაისის შემდეგ თითქმის განუწყვეტლივ ისმის ქალაქში გამაფრთხილებელი სირენების ხმა. ღაზას სექტორიდან ქალაქის მიმართულებით ასობით რაკეტა ისროლეს. გუშინდელ საჰაერო იერიშს აშდოდში ემსხვერპლა 87 წლის ქალი. მედიის ცნობით, მოხუც ქალს ჩაეძინა, გამაფრთხილებელი სირენების ხმა გვიან გაიგო და უსაფრთხო თავშესაფრამდე მისვლა ვერ მოასწრო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S