სინოპტიკოსები ტემპერატურის +35 გრადუსამდე მატებას პროგნოზირებენ
14/05/2021 06:30:07 საზოგადოება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 14 მაისს, საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 15 მაისს, საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს. ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს.
თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით.


