„ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა"
14/05/2021 06:10:50 მსოფლიო
"ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა", – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„მე განვაცხადე, რომ „ჰამასს“ ძალიან დიდ საფასურს გადავახდევინებთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ და გავაგრძელებთ დიდი ძალით. ბოლო სიტყვა ჯერ არ თქმულა. ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭიროა“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.


