Accentnews.ge
აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი დაგეგმილზე ადრე სპეცრეისით გაიყვანა

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი დაგეგმილზე ადრე სპეცრეისით გაიყვანა

14/05/2021 05:50:36 მსოფლიო

აშშ-მა ისრაელიდან პენტაგონის 120-მდე თანამშრომელი დაგეგმილზე ადრე სპეცრეისით გაიყვანა.

როგორც პენტაგონის პრეს–მდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა, გადაწყვეტილება ისრაელის მხარესთან კოორდინაციით მიიღეს.

მისივე თქმით, ამერიკელი სამხედროები ისრაელში ორმხრივი წვრთნების დასაგეგმად იყვნენ ჩასულები.

ირკვევა, რომ მხარეებს დეტალები მიმდინარე კვირის ბოლოს უნდა შეეთანხმებინათ, თუმცა ისრაელში განვითარებული მოვლენების გამო პენტაგონის თანამშრომლებმა ქვეყანა წუხელ აშშ-ის საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავით დატოვეს.

"სიფრთხილის გამო დაგეგმვის კონფერენცია ცოტა ადრე დავამთავრეთ და ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ გადავიყვანეთ გერმანიაში”, – განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის: ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისიდან არ წყდება. როგორც ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, გუშინ ღაზაში საჰაეროსთან ერთად სახმელეთო ოპერაციაც დაიწყეს. კერძოდ, ისრაელმა სამხედრო დანაყოფები ღაზას სექტორის საზღვართან განათავსა და მოწინააღმდეგეს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S