Accentnews.ge
ისრაელი ღაზაში სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, საზღვართან სამხედრო ძალები გადაისროლეს

ისრაელი ღაზაში სავარაუდოდ, სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, საზღვართან სამხედრო ძალები გადაისროლეს

13/05/2021 13:51:20 მსოფლიო

ისრაელი ღაზაში შესაძლო სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება, საზღვართან სამხედრო ძალები გადაისროლეს, – იუწყება ადგილობრივი მედია.

"სამხედრო მოსამსახურეები და ტანკები "მედესანტეების ბრიგადადან", "გოლანის ბრიგადადან" და "მე -7 ჯავშანსატანკო ბრიგადადან" ღაზას საზღვართან გაიგზავნა. გამოძახებულია 7000 რეზერვისტი. ეს მოსამზადებელი სვლაა", – აცხადებენ ისრაელის თავდაცვის ძალებში.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში 9 მაისის შემდეგ არ წყდება.

ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S