Accentnews.ge
რამდენიმე ავიაკომპანია თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

რამდენიმე ავიაკომპანია თელ-ავივის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

13/05/2021 12:25:46 მსოფლიო

რამდენიმე ავიაკომპანია თელ ავივის მიმართულებით ფრენებს დროებით წყვეტს.

როგორც გამოცემა „იერუსალიმი პოსტი“ წერს, გერმანულმა ავიაკომპანია „ლუფთჰანზამ“, კონფლიქტის ესკალაციის გამო, 14 მაისს თელ-ავივში ყველა რეისი გააუქმა.

ავიაკომპანიაში იმედოვნებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ფრენებს 15 მაისს განაახლებენ.

თელ-ავივში და თელ-ავივიდან რეისები გააუქმა „ბრითიშ ეარვეისმაც“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისრაელმა ბენგურინის აეროპორტიდან რეისები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ეილატთან მდებარე რამონის აეროპორტში გადაამისამართა.

ამასთან, გამოცემა „ჰაარეცის“ ცნობით, ფრენები გააუქმეს ავაიაკომპანიებმა „დელტამ“, „გაერთიანებულმა ავიახაზებმა“, ავსტრიის ავიახაზებმა.

ცნობისთვის: "ჰამასი" აცხადებს, რომ ისრაელის მიმართულებით ახალი რაკეტების გაშვება დაიწყო.

"დავიწყეთ ახალი "Ayyash 250" ტიპის რაკეტების გამოყენება, რომელიც ისრაელის ნებისმიერ წერტილში მიაღწევს". – აცხადებს "ჰამასის" წარმომადგენელი.

ამასთან, მან საერთაშორისო ავიაკომპანიებს მოუწოდა, "სასწრაფოდ შეწყვიტონ ფრენები ოკუპირებული პალესტინის ნებისმიერი აეროპორტიდან".

მანამდე, ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზას სექტორში "ჰამასის" სამიზნეები დაბომბა.

ამ წუთებში ისრაელის რიგ ქალაქებში, მათ შორის თელ–ავივში გამაფრთხილებელი სირენების ხმა ისმის.

კონფლიქტის ესკალაცია

ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 83 პირი ემსხვერპლა, მათ შორის 17 ბავშვია.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S