აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა
13/05/2021 10:14:14 საზოგადოება, რეკლამა
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა.
"უსაფრთხო გარემოში განათლების მიღება, მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები და ჯანსაღი ცხოვრების წესი - ამ მიზნების უზრუნველყოფის გზა გადის ვაქცინაციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანის პირადი პასუხისმგებლობა ამ პროცესში იმისთვის, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ პანდემიასთან ბრძოლაში, განსაკუთრებით მივცეთ მომავალ თაობას შესაძლებლობა იმისა რომ უსაფრთხო გარემოში მიიღონ განათლება, განავითარონ სხვადასხვა უნარები და ამით შევინარჩუნოთ მათ საუკეთესო მომავალი. მადლობა მინდა გადავუხადო პედაგოგებს და დირექციის წევრებს ვაქცინაციის პროცესში აქტიურად ჩართვისთვის. აქვე, მინდა მოვუწოდო, რომ კიდევ უფრო მეტად გააქტიურდნენ და ყველანი ერთად დარწმუნებული ვარ სექტემბერში სხვა გაცილებით უსაფრთხო გარემოში შევხდებით სასწავლო წელს“,– განაცხადა მინისტრმა.
აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი აცრა ,,საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრში" ჩაუტარდა.


