თურნავამ შეზღუდვების მორიგი შემსუბუქების დრო და პირობა დაასახელა
13/05/2021 10:07:54 საზოგადოება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საკოორდინაციო საბჭო უახლოეს ორ კვირაში დადებითობის მაჩვენებელს კიდევ ერთხელ გადახედავს და თუ შესაძლებლობა გაჩნდება, არსებული რეგულაციები შემსუბუქდება. მათ შორის, საუბარია "კომენდანტის საათზეც".
"ვფიქრობთ, უახლოესი ორი კვირის შემდეგ, როდესაც ჩვენ კიდევ ერთელ გადავხედავთ დადებითობის მაჩვენებელს, რომელიც დღეს მაღალია, მაგრამ გვაქვს მოლოდინი, რომ შემცირდება, ჩვენ შევძლებთ, რომ გარკვეული შემსუბუქებები გავაკეთოთ. ეს ყველაფერს შეეხება" , - განაცხადა თურნავამ.
მისივე თქმით, „სახმელეთო საზღვრების უსაფრთხო გახსნა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტიმული ტურიზმის':
"სახმელეთო საზღვრების გახსნა ზოგადად იგეგმება, მაგრამ ვადებში ეს უნდა დაემთხვეს მესამე ტალღის დასრულებას. ალბათ, უახლოესი რამდენიმე კვირის თემაა“,- განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა მუშაობა დაიწყო, გაიხსნა სასწავლო დაწესებულებები.
იხილეთ ასევე: „თუ არ ვიმუშავებთ, ამ ზაფხულს ვერ გადავიტანთ!“ – ტურიზმის სექტორი რიგი რეგულაციების მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს


