Accentnews.ge
ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა

ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა

13/05/2021 07:19:49 მსოფლიო

ღაზას სექტორიდან სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტმა რეისების მიღება დროებით შეწყვიტა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტის ნაცვლად რამონის აეროპორტში ჩაფრინდებიან. შეზღუდვა არ შეეხება გამავალ რეისებს, რამონის აეროპორტიდან ცარიელი თვითმფრინავები ბენ გურიონის აეროპორტში ჩაფრინდებიან, მგზავრებს აიყვანენ და საერთაშორისო მიმართულებებით გაემგზავრებიან.

ამასთან, ბენ გურიონის აეროპორტში არ შეწყვეტილა ტვირთებისა და კერძო თვითმფრინავებს მიღება.

9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 69 პირი ემსხვერპლა. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S