ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 776 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი
13/05/2021 06:51:21 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 776 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 16 პაციენტი, გამოჯანმრთელდა 1 329 პირი.
ქვეყანაში ჩატარდა 31 982 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 394, „პისიარ“ ტესტით – 11 588.
კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 2,43%, ბოლო 14 დღის – 5,56%, ბოლო 7 დღის – 4,79%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 776 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 359 შემთხვევა, აჭარა – 79, იმერეთი – 81, ქვემო ქართლი – 56, შიდა ქართლი – 13, გურია – 20, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 84, კახეთი – 30, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 10, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 572, საიდანაც 4 278 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 429, აჭარაში – 444, იმერეთში – 520.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 903 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 95, იმერეთში -140. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 196 პირი, მათგან თბილისში – 141, აჭარაში – 3, იმერეთში – 15.
710 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 347 – თბილისში, 342 – აჭარაში.
10 584 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 73 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 71, ხოლო აჭარაში – 1.
სულ 6 ოქტომბრიდან – 12 მაისის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 24 638 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 27 821 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 20 413 პირი, აჭარაში – 1 809, იმერეთში – 1 383“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სულ აცრილია – 77 343 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 326 441 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 306 264 პირი გამოჯანმრთელდა, 4 379 პაციენტი გარდაიცვალა.


