Accentnews.ge
"ისრაელის ქმედებები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართალისა და ყველა ადამიანური ღირებულების წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს"

"ისრაელის ქმედებები, რომელიც მიმართულია საერთაშორისო სამართალისა და ყველა ადამიანური ღირებულების წინააღმდეგ, დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს"

13/05/2021 05:59:17 მსოფლიო

თურქეთი მოითხოვს ალ-აქსას მეჩეთსა და მუსლიმებზე საზიზღარი თავდასხმები დაუყოვნებლივ შეჩერდეს, - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა..

"ისრაელის ქმედებები, რომელიც მიმართულია ადამიანის ფუნდამენტურ უფლებების, საერთაშორისო სამართალისა და ყველა ადამიანური ღირებულების წინააღმდეგ დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე არავის აღარ დარჩება ნდობა საერთაშორისო საზოგადოებისა და ნორმებისადმი", – განაცხადა ერდოღანმა.

9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 67 პირი ემსხვერპლა. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S