საელჩო საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს: "ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა რჩებიან ქუჩებში არეულობის ეპიცენტრებად"
13/05/2021 05:43:23 საზოგადოება
ისრაელში საქართველოს საელოჩო ისრაელში თანამოქალაქეებს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.
როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ქალაქები ლოდი, ბათ იამი, აკო და ხაიფა რჩებიან ქუჩებში არეულობის და დაპირისპირების ეპიცენტრებად.
"მოერიდეთ გარეთ გასვლას. შეგახსენებთ, რომ საჰაერო თავდასხმის ობიექტებად რჩება ქვეყნის სამხრეთიც და ცენტრიც", - ნათქვამია განცხადებაში.
9 მაისის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში არ წყდება. ისრაელის განცხადებით, ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 7 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 67 პირი ემსხვერპლა. ორივე მხარე აღნიშნავს, რომ დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


