ისრაელი და ღაზას სექტორი განახლებული სარაკეტო იერიშის შემდეგ მსხვერპლის შესახებ იუწყებიან

13-05-2021 00:29:07 მსოფლიო

საღამოს განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, მინიმუმ 20 ადამიანი დაიჭრა ისრაელის ქალაქ აშკელონში, - ინფორმაციას ისრაელის მედია სხვადასხვა წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ისრაელის პოლიციამ განაცხადა, რომ აშკელონში 14 ობიექტი დაიბომბა, მათ შორის ცარიელი საბავშვო ბაღი.

ასევე ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ სდეროთზე განხორციელებული პირდაპირი სარაკეტო იერიშის შედეგად 6 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის 6 წლის ბიჭი.

მანამდე „ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.

რაც სეეხება მსხვერპლს, ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, მათ შორის არის 16 მოზარდი, დაშავდა 365 ადამიანი.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები