თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება – ქუჩების ჩამონათვალი

13-05-2021 00:25:27

სხვადასხვა სამუშაოს გამო 14 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, ინფორმაციას "თელასის" ოფიციალური გვერდი ავრცელებს:

საბურთალოს და დიდუბის რაიონები

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I, II, III, IV, V, VI კვარტლების (ნაწილობრივ), გამსახურდიას I, II კვარტლების, გელოვანის გამზირის, რობაქიძის გამზირის, პეკინის გამზირის, ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), ნიკოლაძის, ქიაჩელის, კოსტავას, ბენდელიანის, ბოჭორიშვილის, ოჟიოს, აფაქიძის, კოდორის, შარტავას, გოთუას, ბაქრაძის, მელიქიშვილის (ნაწილობრივ), კალანდაძის, ხვიჩიას, ბროლოსანის, საბურთლოს, იოსებიძის, ჭაბუკიანის, ონიაშვილის, ბუდაპეშტის, ბროწეულის, იასამნის, გაგარინის, სარაჯიშვილის და მიქელაძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გელოვანის გამზირის (ნაწილობრივ), გაგარინის, გოთუას, ოჟიოს (ნაწილობრივ) და კოსტავას (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები