მედია – ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღო
12/05/2021 20:24:53 მსოფლიო
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ღაზას სექტორზე იერიშების გააქტიურების გადაწყვეტილება მიიღო.
ისრაელის "მეთორმეტე არხის" ცნობით, ისრაელი ღაზას სექტორში მოძრაობა „ჰამასის“ მმართველობის სიმბოლოებზე სარაკეტო დარტყმებს გეგმავს, მათ შორის შესაძლოა, იყოს მოძრაობის ხაზინის შენობა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ისრაელის მინისტრთა კაბინეტის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ კონფლიქტი კიდევ რამდენიმე დღეს გაგრძელდება.
ღაზას სექტორში აცხადებენ, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, მსხვერპლთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა, 365 კი დაშავდა.
მათივე მტკიცებით, დაღუპულთა შორის არის 16 არასრულწლოვანი და ხუთი ქალი.


