Accentnews.ge
„ჰამასი“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება

„ჰამასი“ ისრაელის ქალაქების მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ იუწყება

12/05/2021 17:18:31 მსოფლიო

„ჰამასმა“ ისრაელის ქალაქების - აშკელონის, ნეტიბოტისა და სდეროთის მიმართულებით 130 რაკეტის გაშვების შესახებ განაცხადა.

ჰამასის განცხადებით, 130 რაკეტის სროლა მოჰყვა ისრაელის მიერ ღაზას სექტორში მე-3 მრავალსართულიანი სახლის აფეთქებას.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ ადგილობრივი დროით 19:20 საათზე განგაშის სირენის ხმა ისმოდა თელ–ავივში, ხოლონში, რიშონში, ლეციონში, იავნეში, შფელას ოლქსა და ისრაელის სამხრეთ რაიონებში, მათ შორის აშკელონში.

გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.

ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 56 პირი ემსხვერპლა.

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S