ქალაქ ლოდში სრულ ჩაკეტვამდე პროტესტი განახლდა, რომელიც ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა
12/05/2021 16:52:36 მსოფლიო
ქალაქ ლოდში სრულ ჩაკეტვამდე პროტესტი განახლდა, რომელიც ძალადობასა და არეულობაში გადაიზარდა.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, დემონსტრანტები სამართალდამცველებს უპირისპირდებიან, წვავენ და აზიანებენ ავტომობილებს.
לוד👇 pic.twitter.com/BCIkT7Ahkz
— Real News IL (@RealNewsIL) May 12, 2021
შეგახსენებთ, რომ ვითარება ქალაქ ლოდში, სადაც არაბები ადგილობრივი მოსახლეობის 30%-ს შეადგენენ, გუშინაც ძალიან დაძაბული იყო. დემონსტრანტები თავს დაესხნენ და დაარბიეს სავაჭრო ობიექტები, დაწვეს სინაგოგები და მანქანები. დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს, რომლებმაც საპასუხოდ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.
ისრაელში საქართველოს საელჩო ქალაქ ლოდში მყოფ თანამოქალაქეებს აფრთხილებს. კერძოდ, დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ქალაქ ლოდში სრული ჩაკეტვა ცხადდება, რის შემდეგაც საჯარისო დანაყოფები ყველაზე მკაცრ ზომებს გამოიყენებენ.
"სასწრაფოდ!!! ქ. ლოდში 20:00 საათიდან ცხადდება სრული ჩაკეტვა - კომენდანტის საათი! არ გახვიდეთ ქუჩაში! საჯარისო დანაყოფები გამოიყენებენ ყველაზე მკაცრ ზომებს!",- აღნიშნავს საელჩო გავრცელებულ ინფორმაციაში.


