ვერშინინი: "უკანონოდ მივიჩნევთ ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეორაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს"
12/05/2021 16:36:37 მსოფლიო
"მოსკოვი მომხრეა, ისრაელმა იერუსალიმის სტატუსის შეცვლის მცდელობებზე უარი თქვას და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განსახლების საქმიანობა", - განუცხადა РИА Новости-ს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი ვერშინინმა.
"ამასთან დაკავშირებით უკანონოდ და იურიდიული ძალის არმქონედ მივიჩნევთ ისრაელის მცდელობებს, წმინდა ქალაქ იერუსალიმის გეორაფიული, დემოგრაფიული და ისტორიული ხასიათი შეცვალოს", — განაცხადა სააგენტოს რესპონდენტმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი “ადასტურებს პალესტინა-ისრაელის დარეგულირების იმ საერთაშორისო-სამართლებრივი ბაზის მხარდაჭერას, რომელიც სრულად პასუხობს ერთის მხრივ, პალესტინელი ხალხის სწრაფვას საკუთარი სახელმწიფოსკენ, ხოლო მეორეს მხრივ - უსაფრთხოების სფეროში ისრაელის მოთხოვნებსაც".
გუშინდელი ღამის შემდეგ ისრაელსა და ღაზას სექტორს შორის სარაკეტო იერიში დღესაც განახლდა.
ისრაელის განცხადებით, 12 მაისის შემდეგ ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დარტყმების შედეგად ისრაელის 6 მოქალაქე დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო იერიშებს 53 პირი ემსხვერპლა.
ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.


