„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, თბილისი-თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით დღეისთვის დაგეგმილი რეისი შესრულდება
12/05/2021 14:48:20 საზოგადოება
„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის რომან ბოკერიას განცხადებით, ისრაელში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად, დღეისთვის დაგეგმილი რეისი თბილისი- თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით შესრულდება.
„ჯორჯიან ეარვეისში“ აცხადებენ, რომ რეისის შედეგად ისრაელიდან საქართველოში 166 ადამიანი დაბრუნდება.
"თვითმფრინავი 19:10 საათზე გაფრინდება და ისრაელში ადგილობრივი დროით, 20:35 საათზე ჩაფრინდება. ერთი საათი გავჩერდებით აეროპორტში, მგზავრების განთავსების შემდეგ უსაფრთხოების ყველა ზომის გადახედვის შემდეგ, გამოფრინდება ჩვენი თვითმფრინავი. ეს არის ჩვენი ყველაზე დიდი ბოინგი და 166 კაცს ჩამოიყვანს დღეს საქართველოში. თვითმფრინავი გამოფრინდება 20:35 საათზე და თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვება ღამის პირველ საათზე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ ყველა უსაფრთხოების ზომა და გარანტიები გვქონოდა, რაშიც დაგვარწმუნეს ისრაელის კოლეგებმა და ამ დროისთვის ისრაელში ჩაფრენისა და ჩამოფრენის საფრთხე არ არსებობს“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.


