ქედაში ავტომობილის ხევში გადავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

12-05-2021 18:41:40 სამართალი

ქედაში, სოფელ წონიარისთან ავტომობილი მდინარე აჭარისწყლის ხევში გადავარდა.

მომხდარის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.

თვითმხილველთა თქმით, ავტომობილში მათ გარდა კიდევ იყვნენ სხვა მგზავრებიც, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა კლინიკაში გადაიყვანეს.

შემთხვევის დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები