Accentnews.ge
სტრასბურგმა  დაადგინა, რომ ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა

სტრასბურგმა დაადგინა, რომ ნოდარ გოგალაძის ​მიმართ წამებას ჰქონდა ადგილი და საქართველოს სახელმწიფოს 6 000 ევროს ოდენობის კომპენსაცია დააკისრა

18/07/2019 08:42:23 სხვა, სამართალი

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ნოდარ გოგალაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მესამე მუხლის დარღვევა დაადგინა, რაც წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას გულისხმობს. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლოს ვებ–გვერდზე – გამოქვეყნდა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან სამი თვის განმავლობაში მოსარჩელესთვის კომპენსაციის სახით 6 000 ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. სტრასბურგის სასამართლომ მოსარჩელის მიერ კომპენსაციის შესახებ სხვა მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

აღსანიშნავია, რომ გოგალაძის დაცვის მხარე კომპენსაციის სახით 50 000 ევროს და სამართალწარმოების ხარჯების ანაზღაურებას ითხოვდა.

ნოდარ გოგალაძე ბორჯომის პოლიციამ 2008 წლის თებერვალში დააკავა. მოსარჩელე აცხადებდა, რომ პოლიციის განყოფილებაში მას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S