Accentnews.ge
უკრაინაში, ოდესის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს

უკრაინაში, ოდესის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს

12/05/2021 11:18:19 მსოფლიო

უკრაინაში, ოდესის სანაპიროსთან რუსული სამხედრო ხომალდი შენიშნეს.

გემი რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ეკუთვნის.

რუსული გემი რადარმა დააფიქსირა ჩერნომორსკიდან აღმოსავლეთით 19 კილომეტრში.

ის რუსეთის შავი ზღვის ფლოტის საპატრულო კორვეტი აღმოჩნდა (იალქნიანი სამხედრო ხომალდი), საბორტო ნომრით 363, სახელად "პაველ დერჟავინი".

უკრაინის მიერ მისი აღმოჩენის შემდეგ ხომალდმა მოძრაობა დაიწყო აღმოსავლეთის მიმართულებით. რუსეთის ფედერაციის არსენალში სულ სამი ასეთი კორვეტია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S