საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ
12/05/2021 10:59:07 საზოგადოება
საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ.
„სინოფარმის“ ვაქცინით ამ დროისთვის უმრავლესობიდან აიცრნენ: შალვა პაპუაშვილი, ნინო ლაცაბიძე, ნიკოლოზ სამხარაძე, გიორგი ამილახვარი, ოპოზიციიდან კი, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, ავთანდილ ენუქიძე, იაგო ხვიჩია, ვახტანგ მეგრელიშვილი, ხათუნა სამნიძე, სალომე სამადაშვილი, ანა ნაცვლიშვილი, ალეკო ელისაშვილი, ლევან იოსელიანი.
ჩინური წარმოების „სინოფარმის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია საქართველოში 27 აპრილიდან იყო შესაძლებელი. „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი კი 4 აპრილიდან დაიწყო.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესში მთავრობისა და პარლამენტის წარმომადგენლების ჩართვას, ამასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება დაახლოებით ერთი კვირის წინ მიიღო.


