Accentnews.ge
მედია: ფოთში ექთანი კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

მედია: ფოთში ექთანი კორონავირუსით რეინფიცირების შემდეგ გარდაიცვალა

12/05/2021 10:00:51 საზოგადოება

ფოთში, საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის გადაუდებელი ცენტრის მორიგე ექთანი კორონავირუსით გარდაიცვალა.

„რუსთავი 2“–ის ინფორმაციით, 48 წლის ირმა თოფურიას COVID-19 მეორდ პირველად ინფიცირებიდან 8 თვის შემდეგ დაუდასტურდა.

სასწრაფოს ხელმძღვანელის კესო გელენიძეს განცხადებით, 48 წლის ექთნის ჯანმრთელობის მდგომარეობა უეცრად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.

"ირმას კორონავირუსი პირველად 5 ოქტომბერს დაუდასტურდა. ის პარალელურად ფოთის საავადმყოფოშიც მუშაობდა და როგორც კი ვირუსი ხელმეორედ დაუფიქსირდა, მალევე გააგრძელა იქ მკურნალობა, მაგრამ ორ დღეში უეცრად დამძიმდა. მერე გადავიყვანეთ თბილისში ლევან რატიანთან, სადაც დღემდე ათი დღე მკურნალობდა. დღეს, სამწუხაროდ, გარდაიცვალა," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის დირექტორმა კესო გელენიძემ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S