Accentnews.ge
ყაზანში 11 მაისის ინციდენტის მსხვერპლნი დაკრძალეს

ყაზანში 11 მაისის ინციდენტის მსხვერპლნი დაკრძალეს

12/05/2021 09:57:58 მსოფლიო

თათრეთში დღეს გლოვის დღეა. დედაქალაქ ყაზანსა და რაიონებში 11 მაისს №175 სკოლაში მომხდარი შეიარაღებული ინციდენტის მსხვერპლნი დაკრძალეს.

აფეთქებებსა და სროლას, ოფიციალური ინფორმაციით, 9 ადამიანი ემსხვერპლა: 7 მოსწავლე და 2 ზრდასრული. კიდევ 23-მა, მათ შორის 20-მა ბავშვმა სხვადასხვა სიმძიმის ჭრილობები მიიღო და ამჟამად კლინიკებში მკურნალობს.

დაკავებული თავდამსხმელის - 19 წლის ილნაზ გალიავიევის წინააღმდეგ საქმე რუსეთის სს კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილით ("ორზე მეტი პირის მკვლელობა") არის აღძრული.

ყაზანში მომხდარ მასობრივ მკვლელობასთან დაკავშირებით რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი ინტერნეტში ანონიმურობის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა. "ეს შესაძლებელს გახდის, ძალადობისა და ექსტრემიზმის პროპაგანდის მასშტაბები შევამციროთ" - განმარტა მან.

ამასთანავე, სახელმწიფო სათათბიროში გაიჟღერა ინიციატივამ, იარაღის ტარების უფლების ქვედა ასაკობრივი ზღვარი 19-დან 21 წლამდე გაიზარდოს. შესაბამის კანონპროექტებს პირველი მოსმენით მიმდინარე კვირასვე განიხილავენ.

თათრეთის ომბუდსმენმა ირინა ვოლინეცმა ყაზანში მომხდარი მასობრივი მკვლელობის მიზეზად "სახელმწიფო იდეოლოგიის სრული არარსებობა" დაასახელა. "სანამ არ გვექნება სახელმწიფო იდეოლოგია, სანამ ბავშვებს ჭარბ თავისუფალ დროს კლასგარეშე მეცადინეობებით არ შევუვსებთ, როგორც საბჭოთა დროს ხდებოდა, თუ ახლა სისტემას კარდინალურად არ შევცვლით, მსგავსი მოვლენები არაერთხელ შეიძლება, განმეორდეს», – განაცხადა ვოლინეცმა Youtube-არხ «Соловьев Live»-ში.

მისივე ინფორმაციით, გალიავიევის ოჯახზე მანამდე ცუდი არავის არაფერი გაუგია, ისევე, როგორც თავად მასზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S