Accentnews.ge
აქტივისტი ამბობს, რომ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დააჯარიმეს, რეალურად კი შინ იმყოფებოდა

აქტივისტი ამბობს, რომ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დააჯარიმეს, რეალურად კი შინ იმყოფებოდა

12/05/2021 09:31:50 საზოგადოება

სამოქალაქო აქტივისტი ცაბუნია ვართაგავა აცხადებს, რომ ზუგდიდის პოლიციამ „კომენდანტის საათის“ დარღვევისთვის დააჯარიმა, თუმცა მისი თქმით, რეალურად, შინ იმყოფებოდა და გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა არ დაურღვევია.

აქტივისტის ინფორმაციით, 28 აპრილს „კომენდანტის საათი“ დემონსტრაციულად მისმა მეგობარმა დაარღვია. ვართაგავას აზრით, პოლიციელებმა ივარაუდეს, რომ პროტესტის გამოხატვისას მეგობრები ერთად იქნებოდნენ და ჯარიმა 7 მაისს მასაც გამოუწერეს.

"საქმე ეხება 28 აპრილს ჩემს მიერ ვითომ ჩადენილ დარღვევას. საქმე იმაშია, რომ არც 28–ში და არც საერთოდ, რაც ეს შეზღუდვა არსებობს, ე.წ. კომენდანტის საათი არც ერთხელარ დამირღვევია", - თქვა აქტივისტმა.

აქტივისტი 2 000 ლარის გადახდას არ გეგმავს, ის ჯარიმას დღეს გაასაჩივრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S