Accentnews.ge
ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა

12/05/2021 08:36:58 საზოგადოება

კლუბ "ბასიანის" ერთ–ერთი დამფუძნებლის ნაჯა ორაშვილის ინფორმაციით, ქართველი ჰიპ-ჰოპ არტისტი Kazzy Jazz გარდაიცვალა.

"თავის საქმეზე უსაზღვროდ შეყვარებული ადამიანი, რომლის ხმა თანაბრად ისმოდა თითქმის ყველა სოციალურ პროტესტში, ყველგან გვერდით გვედგა, 2012 წელსაც, სამი წლის წინ - 12 მაისსაც. ქართული ჰიპ-ჰოპის სცენამ ერთგული, მებრძოლი, სიმართლის მთქმელი და მართლა შესანიშნავი არტისტი დაკარგა", - წერს ორაშვილი არტისტზე.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი თრომბია, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.

Kazzy Jazz არის ავტორი, მათ შორის, სიმღერებისა: ჩემი ქალაქი, დავარღვევ სიჩუმეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S