თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით ფრენა გეგმის მიხედვით შესრულდება
12/05/2021 08:17:18 საზოგადოება
დღეს თბილისიდან თელ-ავივის მიმართულებით 19:00 საათზე "ჯორჯიან ეარვეისის" რეისია დანიშნული.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ კომუნიკაცია ჰქონდათ ისრაელში და რეისი დაგეგმილად შესრულდება.
ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტმა, რომელმაც ღაზას სექტორიდან ისრაელის სარაკეტო დარტყმების შედეგად მუშაობა შეაჩერა, რეისების მიღება ამ დროისთვის უკვე განაახლა. ამის შესახებ ებრაული მედიასაშუალებები იუწყებიან. მათი ინფორმაციით, ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი უკვე ახორციელებს რეისების მიღებასა და გაშვებას.
"დღეის მდგომარეობით, ბენ გურიონის აეროპორტი გახსნილია და "ჯორჯიან ეარვეისი" შევასრულებთ რეისს თბილისი-თელავივი-თბილისი. 19:10 საათზე მიფრინავს ჩვენი თვითმფრინავი. აქედან მიჰყავს 19 მოქალაქე, იქიდან კი 166 მოქალაქე ჩამოფრინდება," - აცხადებს "ჯორჯიან ეარვეისის" გენერალური დირექტორი რომან ბოკერია.


