Accentnews.ge
ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

12/05/2021 08:01:09 მსოფლიო

ისრაელმა ქალაქ ლოდში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ლოდში 12 მაისის ღამით პალესტინელთა საპროტესტო გამოსვლები ძალადობაში გადაიზარდა.

"ლოდში სამოქალაქო ომი დაიწყო", – აცხადებდა ქალაქის მერი იაირ რევივო და ადგილზე თავდაცვის ძალების გაგზავნას ითხოვდა.

მედიის ცნობით, დემონსტრანტები თავს დაესხნენ და დაარბიეს სავაჭრო ობიექტები, დაწვეს სინაგოგები და მანქანები.

დემონსტრანტებმა ქვები დაუშინეს სამართალდამცველებს, რომლებმაც საპასუხოდ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს.

ცნობისთვის: ლოდში მცხოვრებთა 30% არაბია.

კონფლიქტის ესკალაცია

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა. გუშინდელი შეტაკების შემდეგ ისრაელი 5 დაღუპულის შესახებ იუწყება, პალესტინა კი აცხადებს, რომ ისრაელის სარაკეტო თავდასხმაებს 35 პირი ემსხვერპლა.

შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ევროკავშირმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები დაგმო და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S