გაეროს სპეციალური კოორდინატორი: „სრულმასშტაბიან ომს ვუახლოვდებით! საფასურს ჩვეულებრივი ხალხი იხდის!“
12/05/2021 08:03:18 მსოფლიო
პალესტინასა და ისრაელს შორის უკიდურესად დაძაბულ ვითარებას გაერო–ს სპეციალური კოორდინატორი ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესში, ნორვეგიელი დიპლომატი ტოპ ვენესლანდი ეხმიანება და ორივე მხარეს მოუწოდებს, რომ დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი:
"დაუყოვნებლივ შეწყვიტეთ ცეცხლი. ჩვენ ვუახლოვდებით სრულმასშტაბიან ომს. ყველა მხარის ლიდერებმა დეესკალაციაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღონ. ღაზაში ომის საფასური უდიდესია და ამას ჩვეულებრივი ხალხი იხდის. გაერო ყველა მხრივ მუშაობს მშვიდობის აღსადგენად. შეაჩერეთ ძალადობა ახლავე,"- წერს ტოპ ვენესლანდი.
ბოლო მონაცემებით, სარაკეტო იერიშებს 40 ადამიანი ემსხვერპლა: 35 პალესტინაში და 5 ისრაელში.


