„ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში“ – ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს
12/05/2021 07:43:58 საზოგადოება
ისრაელის საელჩო მადლობას უხდის ყველა მეგობარს საქართველოში მათი გულითადი მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოში ისრაელის საელჩოს გვერდზე „ფეისბუქში“.
„ამჟამად ისრაელის მილიონობით მოქალაქე იმყოფება თავშესაფარში და ნერვიულობს ოჯახის წევრებსა და მეგობრებზე.
ჩვენ ვლოცულობთ, რომ ძალადობა მალე დასრულდეს და მშვიდობა დამყარდეს“, – აღნიშნულია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და მოძრაობა „ჰამასის“ ორმხრივი სარაკეტო დარტყმების შედეგად, ბოლო მონაცემებით, 40 ადამიანი დაიღუპა.


