საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ–ინფიცირების 16 341 აქტიური შემთხვევაა, მათგან 192 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული
12/05/2021 07:00:27 საზოგადოება
საქართველოში ამ ეტაპზე კოვიდ–ინფიცირების 16 341 აქტიური შემთხვევაა, მათგან 192 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.
კერძოდ, stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 341 ინფიცირებულიდან 4 231 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 383, აჭარაში – 470, იმერეთში – 508. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 872 პირი, მათ შორის, თბილისში – 448, აჭარაში – 89, იმერეთში -132. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 192 პირი, მათგან თბილისში – 140, აჭარაში – 5, იმერეთში – 15.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 409 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი, 1256 პირი გამოჯანმრთელდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 409 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 744 შემთხვევა, აჭარა – 102, იმერეთი – 149, ქვემო ქართლი – 83, შიდა ქართლი – 54, გურია – 21, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 149, კახეთი – 59, მცხეთა-მთიანეთი – 24, სამცხე-ჯავახეთი – 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.
11 მაისის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.5 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 5.82%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 5.48%.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 40 275 ტესტი ჩატარდა, აქედან 27 699 – ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 576 – PCR-ით.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 71 570 ადამიანია აცრილი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 325 665 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 304 935 პირი გამოჯანმრთელდა, 4 363 პაციენტი გარდაიცვალა.


