ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 409 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი
12/05/2021 06:46:09 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 1 409 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი, 1256 პირი გამოჯანმრთელდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 40 275 ტესტი ჩატარდა, აქედან 27 699 – ანტიგენის სწრაფი ტესტით, ხოლო 12 576 – PCR-ით.
stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღიური დადებითობის მაჩვენებელი 3,5%-ია, ბოლო 14 დღის - 5,82%, ბოლო 7 დღის - 5,48%.
ამ დროისთვის ქვეყანაში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით 71 570 ადამიანია აცრილი.


