Accentnews.ge
თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

თელ-ავივზე სარაკეტო თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

11/05/2021 19:25:53 მსოფლიო

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტების გაშვებას მსხვერპლი მოჰყვა.

სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ქალაქ რიშონ ლეციონში ქალი დაიღუპა. 8 ადამიანი დაშავებულია, მათ შორის 5 წლის ბავშვი.

ტერორისტულმა დაჯგუფება „ჰამასმა“ თელ-ავივის მიმართულებით ასზე მეტი რაკეტა გაუშვა.

სირენების ხმა ისმის თელ ავივის აღმოსავლეთით, ბენ გურიონის აეროპორტთანაც.

ამასთან, ისრაელის თავდაცვის ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებს სარაკეტო თავდასხმის ამსახველ კადრებს.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვარზე ვითარება 10 მაისს დაიძაბა, როდესაც ღაზის სექტორიდან ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S