Accentnews.ge
"არალოგიკურია ევროპულმა ინსტიტუციამ, საქართველოში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, "რუსთავი2"-ს უთხრას "არა"

"არალოგიკურია ევროპულმა ინსტიტუციამ, საქართველოში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, "რუსთავი2"-ს უთხრას "არა"

18/07/2019 07:40:13 სხვა, საზოგადოება

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი დარწმუნებულია, რომ ევროპული სასამართლო სამაუწყებლო კომპანიის წინააღმდეგ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

ნიკა გვარამიას განცხადებით, ლოგიკას არ ექვემდებარება დასავლური ღირებულებების სამაუწყებლო კომპანიას, დასავლურმა ინსტიტუციამ "არა" უთხრას.

„ევროპულმა, ანუ დასავლურმა ინსტიტუციამ რამდენად შეიძლება და რამდენად ლოგიკურია, რომ ამ ქვეყანაში დასავლეთის მთავარ დასაყრდენს, თან მოსაგებ საქმეზე უთხრას, რომ - "არა." ლოგიკა სად არის? - არ არის. მე ვფიქრობ, რომ ყველა პატრიოტის, იმის მიუხედავად მოსწონს თუ არა "რუსთავი 2", ადგილი არის აქ. მოდით, ერთად ვიზეიმოთ და კარგ სიმღერებსაც მოგასმენინებ", აცხადებს ნიკა გვარამია.

ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაქვეყნოს.



ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S