ჩინეთში შუშის ხიდი დაზიანდა – ინციდენტის დროს მასზე ტურისტები იმყოფებოდნენ
11/05/2021 18:42:43 მსოფლიო
ჩინეთში, ქალაქ ლუნცზინში ძლიერმა ქარმა შუშის დაკიდებული ხიდი დააზიანა – ჩაიმსხვრა რამდენიმე სექცია. შემთხვევის დროს ხიდზე ტურისტები იმყოფებოდნენ, ერთ–ერთი მათგანი კი გადაადგილებას ვერ ახერხებდა. ტურისტს ხიდის დაუზიანებელ მონაკვეთზე დაახლოებით, ერთი საათის გატარება მოუხდა, ვიდრე მაშველები მას უსაფრთხო ადგილზე გადასვლაში დაეხმარებოდნენ.
ტურისტს ფიზიკური ზიანი არ მიუღია, თუმცა ფსიქოლოგის დახმარება დასჭირდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ხიდი 100 მ.–ის სიმაღლეზეა გაბმული.
მომხდარის გამო კურორტზე ყველა ღირსშესანიშნაობის შემოწმება დაიწყო.


