Accentnews.ge
ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი, კიევში მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

ვიქტორ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი, კიევში მის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

11/05/2021 14:33:21 მსოფლიო

კიევში გაჩხრიკეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ნათლიმამად წოდებული უკრაინელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ვიქტორ მედვედჩუკის სახლი. უკრაინის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მედვედჩუკი სახელმწიფოს ღალატშია ეჭვმიტანილი. მედვედჩუკის ადგილსამყოფელი უცნობია.

გენერალურ პროკურორ ირინა ვენედიქტოვას ფეისბუკში გამოქვეყნებულ ცნობაში არ დაუსახელებია მედვედჩუკის გვარი. ტექსტში ნახსენებია „სახალხო დეპუტატი მ.“, მაგრამ ჩანაწერიდან ნათელია, რომ საქმე ეხება ერთ-ერთ ლიდერს პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“. იმას, რომ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სწორედ მედვედჩუკის წინააღმდეგ, ადასტურებენ „უკრაინსკაია პრავდის“ წყაროებიც. მედიის ცნობით, ეჭვმიტანილია აგრეთვე უმაღლესი რადის კიდევ ერთი დეპუტატი ტარას კოზაკი.

როგორც გენერალური პროკურორი წერს, ეჭვმიტანილებს ბრალად ედებათ ანექსირებულ ყირიმში სახელმწიფო ქონების ხელში ჩაგდება და დატაცება, მათ შორის, „უკრაინის წიაღისეულთან დაკავშირებული ძვირფასი დოკუმენტების გადაცემა“ და ყირიმის ცნობა „უცხო სახელმწიფოს ნაწილად“.

თავად მედვედჩუკს არც ჩხრეკაზე და არც მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებაზე ჯერ–ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

ვიქტორ მედვედჩუკი პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოსად ითვლება. უკანასკნელ წლებში ის არაერთხელ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის ხელმძღვანელობას ხვდებოდა. მედვედჩუკს პუტინის ნათლიმამას უწოდებენ - რუსეთის პრეზიდენტი მისი ქალიშვილის ნათლია იყო. ახლახან უკრაინის უშიშროების საბჭომ მედვედჩუკისა და კოზაკის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. კერძოდ, ეთერიდან გათიშეს სამი ტელეარხი, რომელთა უკან მედვედჩუკი დგას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S