
უკრაინის მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება
18/07/2019 07:09:55 სხვა, მსოფლიო
უკრაინის მოქალაქეობის მიღების წესი მარტივდება. შესაბამისი ინიციატივით პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი გამოდის.
როგორც უკრაინული მედია წერს, პრეზიდენტმა უკვე მიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს. კერძოდ, ინიციატივის თანახმად, უნდა შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომლითაც „საზღვარგარეთ მცხოვრებ უკრაინელებს და ასევე მათ, ვინც ადამიანის უფლებების დარღვევის მსხვერპლნი არიან, უკრაინის მოქალაქეობის მიღება იოლად შეეძლოთ.“