Accentnews.ge
პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

პალესტინელებმა ისრაელის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს

11/05/2021 12:24:42 მსოფლიო

ღაზას სექტორში მყოფმა პალესტინელმა რადიკალებმა დღეს ისრაელზე იერიშის განხორციელება განაგრძეს. ებრაელი სამხედროების ინფორმაციით, ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 200-ზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული.

საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორში არსებულ სამიზნეებზე 130-მდე სარაკეტო იერიში განახორციელა. ქვეყნის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელის მოსახლეობა პალესტინელებთან ხანგრძლივი კონფლიქტისთვის უნდა ემზადოს.

ებრაული არმიის წარმომადგენლებმა კი ღაზას სექტორში სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შესაძლებლობა არ გამორიცხეს. "სამხედროები არაფერს გამორიცხავენ", - აღნიშნა ერთ-ერთმა სამხედრო მაღალჩინოსანმა. ამასთან, თავდაცვის სამინისტრომ 5 ათასი რეზერვისტის მობილიზება გამოაცხადა.

ისრაელის არმიის ინფორმაციით, ღაზას სექტორზე განხორციელებული დარტყმების შედეგად რადიკალური მოძრაობა "ჰამასისა" და "ისლამური ჯიჰადის" 15 წევრია ლიკვიდირებული. ჯანდაცვის სამინისტრო ღაზაში იუწყება 100-ზე მეტი დაჭრილისა და 23 დაღუპულის შესახებ, რომელთა შორის 9 ბავშვია.

კონფლიქტის ესკალაცია

ბოლო დღეებში ისრაელსა და პალესტინელებს შორის კონფლიქტი საგრძნობლად გამწვავდა. მუსლიმებისთვის წმინდა რამადანის თვის განმავლობაში იერუსალიმში არაერთგზის მოხდა გააფრთრებული შეტაკებები, რომელთა შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა.

შეტაკებები, მათ შორის, იერუსალიმის ისტორიულ ნაწილში საპოლიციო ჯებირების აღმართვასა და შეიხ-ჯარას კვარტლიდან პალესტინური ოჯახების გასახლების სავარაუდო საფრთხეს უკავშირდებოდა.

ევროკავშირმა ისრაელის ტერიტორიაზე სარაკეტო იერიშები დაგმო და მდინარე იორდანის დასავლეთ ნაპირსა და ღაზას სექტორში ძალადობის შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S