ქვრივიშვილის თქმით, 17 მაისიდან რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს "flynas" შეასრულებს

11-05-2021 15:46:34 ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, 17 მაისიდან რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია"flynas" შეასრულებს.

"კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.

ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან!

მადლიერი ვარ იმ მხარდაჭერისთვის და თანამშრომლობისთვის რაც გვაკავშირებს ავიაკომპანიასთან და მის გუნდთან!", – წერს ქვრივიშვილი სოციალურ ქსელში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები