Accentnews.ge
„სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია ხვალიდან გაიხსნება

„სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია ხვალიდან გაიხსნება

11/05/2021 11:26:09 საზოგადოება

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ხვალ, დღის ბოლოდან „სინოფარმის“ მეორე დოზებზე რეგისტრაცია გაიხსნება.

„სინოფარმის“ მეორე დოზების ვაქცინაცია მოსახლეობას 25 მაისის შემდეგ უწევს და ხვალ, დღის ბოლოს, 20:00 საათიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უკვე გახსნის რეგისტრაციის შესაძლებლოობას „სინოფარმის“ მეორე დოზებზე“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ჩინური წარმოების კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა „სინოფარმს“ გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია მიანიჭა. „სინოფარმით" ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 4 მაისიდან მიმდინარეობს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S