საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით 45 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც აიცრებიან
11/05/2021 11:18:46 საზოგადოება
„ასტრაზენეკას“ ვაქცინაციის პროცესში 45 წლის ზემოთ მოქალაქეები ჩაერთვებიან. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„საბჭომ მხარი დაუჭირა წინადადებას, რომ ასაკობრივი ზღვარი შემცირდეს 45 წლამდე“,- განაცხადა გაბუნიამ.
დღემდე საქართველოში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრა 55 წელს გადაცილებულ პირებში იყო შესაძლებელი.


