Accentnews.ge
საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს

საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს

11/05/2021 10:32:02 საზოგადოება

სინოპტიკოსების ცნობით, 12-14 მაისს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. 12 მაისს ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +21, +26 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 13-14 მაისს დასავლეთ საქართველოში +30, +35, აღმოსავლეთ საქართველოში კი +27, +32 გრადუსამდე მოიმატებს.

„15 მაისს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 6-7 გრადუსით დაიკლებს. თბილისში 15 მაისამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 15 მაისს კი შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 12 მაისს +23, +25, ხოლო 13-15 მაისს +28, +30 გრადუსი დაფიქსირდება“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S