Accentnews.ge
ვაქცინის ჩასატარებლად მოქალაქეებს ტელეფონით დარეგისტრირებაც შეუძლიათ

ვაქცინის ჩასატარებლად მოქალაქეებს ტელეფონით დარეგისტრირებაც შეუძლიათ

11/05/2021 10:09:08 საზოგადოება

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის გიორგი ღიბრაძის თქმით, ვაქცინის ჩასატარებლად მოქალაქეებს ტელეფონით რეგისტრაციაც შეუძლიათ.

როგორც მან საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა, მოქმედებს "ცხელი ხაზი" - 15 22.

"გაიზრდება ამცრელი კაბინეტებებისა და შესაბამისად, ამცრელი ბრიგადების რაოდენობა. გარდა ამისა, გვსურს, იმ ადამიანებს, რომლებსაც ვაქცინაზე ელექტრონულად დარეგისტრირების შესაძლებლობა არ აქვთ, შევახსენოთ, რომ მოქმედებს "ცხელი ხაზი" 15 22, რომელიც მსურველებს აძლევს შესაძლებლობას, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩასატარებლად ტელეფონით დარეგისტრირდნენ. აღნიშნულ ცხელ ხაზზე მოქალაქეებს ასევე ამისამართებს 112 და ერთიანი სამთავრობო "ცხელი ხაზი" 144", - თქვა ღიბრაძემ.

აქამდე ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ ვებ-გვერდზე იყო შესაძლებელი, ასევე, უშუალოდ სამედიცინო დაწესებულებებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S