Accentnews.ge
Reuters – ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ: "ძროხის ფეკალიები კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ. ახალი დაავადებების გავრცელება გვემუქრება" (ვიდეო)

Reuters – ინდოელი ექიმები მოსახლეობას აფრთხილებენ: "ძროხის ფეკალიები კორონავირუსისგან ვერ დაგიცავთ. ახალი დაავადებების გავრცელება გვემუქრება" (ვიდეო)

11/05/2021 09:25:27 მსოფლიო

ინდოელი ექიმები მოსახლეობას ახალი დაავადებების საფრთხის თაობაზე აფრთხილებენ. მედიკოსების მიმართვა მას შემდეგ გავრცელდა, რაც მოქალაქეების ნაწილმა ძროხის ფეკალიების სხეულზე წასმა დაიწყო, – იუწყება Reuters.

"არ არსებობს მეცნიერული მტკიცებულება, რომ ძროხის შარდი და ნაკელი კორონავირუსისგან დაგიცავთ", აცხადებენ ექიმები და ახალი დაავადებების გავრცელების საფრთხეზე საუბრობენ.

გამოცემის ცნობით, ინდოეთის დასავლეთით მდებარე გუჯარათის შტატში, მორწმუნეების ნაწილი კვირაში ერთხელ ძროხების თავშესაფრებში მიდის და სხეულს ძროხის ნაკელითა და შარდით იფარავს იმ, რწმენით, რომ ეს ხელს შეუწყობს მათი იმუნიტეტის გაძლიერებას და კოვიდ–ინფიცირების შემთხვევაში –გამოჯანმრთელებას.

ინდუიზმის თანახმად, ძროხა წმინდა ცხოველია. იგი სიცოცხლისა და დედამიწის სიმბოლოა და საუკუნეების განმავლობაში ინდუისტები ძროხის ფეკალიებს სახლის გასაწმენდად და ლოცვის რიტუალებისთვის იყენებდნენ, თვლიდნენ, რომ მას აქვს სამკურნალო და ანტისეპტიკური თვისებები.

ბოლო რამდენიმე კვირაა, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებისა და კორონავირუსით გარდაცვალების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ინდოეთში ფიქსირდება.

ინფექცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან სწრაფად ვრცელდება.

გადატვირთულია საავადმყოფოები. არაერთ ქალაქში კლინიკებს ჟანგბადის მარაგი აღარ გააჩნიათ, რის გამოც მართვითი სუნთქვის საჭიროების მქონე პაციენტები შესაბამისი დახმარების გაწევის გარეშე იღუპებიან.

ინდოეთის ჯანდაცვის უწყება პრემიერს დიდი ხანია, ქვეყნის სრული ჩაკეტვისკენ მოუწოდებს, თუმცა ამ დრომდე მთავრობის მეთაური შესაბამის გადაწყვეტილებას არ იღებს.

კრემატორიუმები კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის

ქვეყანაში კრემატორიუმები სრული დატვირთვით მუშაობენ. თუმცა როგორც BBC იუწყება, ისინი კრემაციას ვეღარ აუდიან და სახელდახელოდ აწყობენ ფართებს კოცონებისთვის, სადაც დაღუპულებს წვავენ.

როგორ მივიდა ინდოეთი ასეთ რთულ ეპიდვითარებამდე

იანვარში ინდოეთში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი დაახლოებით 20 000–მდე იყო, თებერვალში – 10 000–მდე. თუმცა მარტიდან ინფიცირების მაჩვენებელმა აღმავლობა დაიწყო. აღნიშნულის მიზეზად პირბადეების ტარების და კოვიდ–რეგულაციების დაცვის მკვეთრად შემცირება სახელდება.

გარდა ამისა, ინფიცირების ზრდას ხელი შეუწყო არჩვენების შედეგების გასაპროტესტებლად გამართულმა მასშტაბურმა საპროტესტო აქციებმა, ასევე – "ჰინდუს" ფესტივალმა.

ინფიცირების მაჩვენებლი მკვეთრ ზრდასთან ერთად სიკვდილიანობის მაჩვენებელმაც მკვეთრი ზრდა დაიწყო, რადგან კლინიკები კოვიდ–პაციენტების მკურნალობას ვეღარ აუდიან. ქვეყანაში სასიცოცხლო მნიშვნელობის წამლების, ჯანგბადის ბალონებისა და საწოლების დეფიციტია.

რა ვიცით Covid-19–ის​ ინდური შტამის შესახებ

ოფიციალური ინფორმაციით, პირველად ინდური შტამი, რომელიც B.1.617–ის სახელითააა ცნობილი, ინდოეთში 2020 წლის ოქტომბერში დაფიქსრდა – დიდი ხნით ადრე პანდემიის მეორე ტალღამდე, რომელიც ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს.

B.1.617–ს “ორმაგი მუტაციის” ვარიანტსაც უწოდებენ.

ინდური შტამის “ორმაგი მუტაციის” სახელით მოხსენიება უკავშირდება იმას, რომ B.1.617-ს აქვს ორი ძირითადი მუტაცია, რაც მას პირველყოფილი ვარიანტისგან განასხვავებს.

მეცნიერების განცხადებით, არსებობს რისკი, რომ კოვიდ–გადატანილი ან კორონავირუსზე ვაქცინირებული პირი ინდური შტამით მაინც დაინფიცირდეს. მათივე ცნობით, რა როლი აქვს ახალ ვარიანტს ვირუსის სწრაფ გავრცელებაში და რამდენად საშიშია იგი ჯერ–ჯერობით სრულფასოვნად შესწავლილი არ არის.

ორმაგი მუტაციური Covid-19–ის შტამი, ამჟამად მსოფლიოს 20–მდე ქვეყანაში, მათ შორის, იაპონიაში, გერმანიაში, ბელგიაში, გაერთიანებულ სამეფოში, შვეიცარიაში, აშშ–ში, სინგაპურში, ავსტრალიასა და საბერძნეთში უკვე ცირკულირებს.

ვაქცინაცია

ინდოეთში ვაქცინაციის პროცესში იყენებენ, ჩინურ "სინოფარმს", რუსული სპუტნიკ V–ს, ეროვნული წარმოების "Covaxin"–ს და ოქსფორდისა და "ასტრაზენეკას" ერთობლივად შექმნილ ვაქცინას.

მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ვაქცინების უდიდესი მწარმოებელია, ამ დროისთვის მოსახლეობის მხოლოდ 1.6% -ია ვაქცინის ორივე დოზით აცრლი.

საერთაშორისო დახმარება

ინდოეთი საერთაშორისო დახმარების ნაწილი ჩავიდა. დიდი ბრიტანეთიდან გაგზავნილი მედიკამენტები და სამედიცინო აღჭურვილობა უკვე ქეყანაშია. ინდოეთს დახმარება გაუწიეს, მათ შორის, საფრანგეთმა, გერმანიამ, ამერიკის შეერთებული შტატებმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ. ინდოეთს ძირითადად მედიკამენტები, სუნთქვის აპარატები და სამედიცინო აღჭურვილობა გაუგზავნეს.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გეგმავს ინდოეთში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინები გაგზავნოს. თუმცა როდის და რა რაოდენობის ვაქცინას გაგზავნის ჯერ–ჯერობით უცნობია.

ინდოეთი ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსმა 250 000 პირი იმსხვერპლა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S