Accentnews.ge
"რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება"

"რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება"

18/07/2019 05:20:26 სხვა, სამართალი

სახალხო დამცველის განცხადებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2"–ის საქმეზე სტრასბურგის ვერდიქტის შემდეგ მნიშვნელოვანი იქნება, არ მოხდეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება.

ნინო ლომჯარიას თქმით, მნიშვნელოვანია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კარგად გააზრება.

"ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ არ მოხდეს ნაჩქარევი შეფასებების თუ გადაწყვეტილებების მიღება, მით უმეტეს გარკვეული ნაბიჯების გადადგმა. ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავეცნოთ გადაწყვეტილებას და ცალსახად შევჯერდეთ ამ გადაწყვეტილების შინაარსზე და იმაზე, თუ რას ითხოვს და რას დაადგენს სასამართლო. არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეული ინტერპრეტაციის სივრცე დატოვოს გადაწყვეტილებამ და იმისათვის, რომ ნაჩქარევი და არასწორი ნაბიჯები არ გადაიდგას განსაკუთრებით ხელისუფლების მხრიდან, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული დრო არსებობდეს იმისათვის, რომ ყველა ობიექტური მხარე, კომპეტენტური, კვალიფიციური მხარე შეთანხმდეს, თუ რას გულისხმობს სასამართლო და რეალურად რა მუხლის დარღვევას დაადგენს, არ არ დაადგენს", – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ცნობისთვის: ტელეკომპანიისთვის მისი ყოფილი მფლობელი ქიბარ ხალვაში სასამართლოში 2015 წლიდან დავობს.

2017 წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანია შპს პანორამას მიაკუთვნა. გადაწყვეტილება ყველა ინსტანციაში გასაჩივრდა, თუმცა არაფერი შეცვლილა.

„რუსთავი 2“-მა და მისმა მფლობელებმა საკუთარი უფლებების დარღვევის მოტივით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს. მომჩივანი მხარე მიიჩნევდა, რომ მათ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები არ იყო სამართლიანი, რადგან მოსამართლეებს არ ჰქონდათ დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის საკმარისი ხარისხი და ეს ყველაფერი წარმოადგენდა ფარულ მცდელობას გაეჩუმებინათ ქვეყანაში მოქმედი „ერთადერთი დამოუკიდებელი სატელევიზიო არხი“.

სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებამდე დროებითი ღონისძიება გამოიყენა, რომლის მიხედვით, შეაჩერა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება და ასევე თქვა, რომ სახელმწიფოს თავი უნდა შეეკავებინა კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევისგან.

სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმეზე გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოაქვეყნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S