Accentnews.ge
ტომ კრუზმა მინიჭებული „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო უკან დააბრუნა

ტომ კრუზმა მინიჭებული „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო უკან დააბრუნა

11/05/2021 07:24:34 მსოფლიო

ამერიკელმა მსახიობმა ტომ კრუზმა „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციას“ „ოქროს გლობუსის“ სამი ჯილდო დაუბრუნა, რომელიც მას სხვადასხვა წელს მიენიჭა, - იუწყება Deadline.

"ამგვარად კრუზმა პროტესტი გამოხატა კინოპრემიის ჟიურის შემადგენლობაში ამერიკული საზოგადოების წარმომადგენელთა არასაკმარისი მრავალფეროვნების გამო. მანამდე ტელეკომპანია NBC-მ, რომელიც ტრადიციულად დაჯილდოების ცერემონიას აშუქებს, ამავე მიზეზით 2022 წელს ღონისძიების ტრანსლირებაზე უარი თქვა", – წერს გამოცემა.

კინოპრემიის გარშემო სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც გაზეთ Los Angeles Times-ში დაიწერა, რომ 87 ჟურნალისტიდან არცერთია ფერადკანიანი. ამის შემდეგ „ჰოლივუდის უცხოური პრესის ასოციაციასთან“ თანამშრომლობაზე უარი თქვეს Netflix-მა და Amazon-მა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S