
აშშ–ის FDA-მ "ფაიზერის" ვაქცინის 12-15 წლის მოზარდებში გამოყენება დაუშვა
11/05/2021 07:10:44 მსოფლიო
აშშ-ის საკვებისა და წამლის ადმინისტრაციამ (FDA) "ფაიზერის" ვაქცინის გამოყენება 12-15 წლის მოზარდებში დაუშვა. FDA-ში აცხადებენ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯი პანდემიასთან ბრძოლაში. დღემდე ამ პრეპარატით 16 წელს ზემოთ პირების აცრა იყო დაშვებული.
"ფაიზერი" პირველი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაა, რომელიც აშშ-ში ამ ასაკობრივ კატეგორიისთვის დაუშვეს.
FDA-ის ეს გადაწყვეტილება ემყარება "ფაიზერის" კლინიკურ კვლევას, რომელშიც 12-15 წლის ასაკის 2 260 მოზარდი მონაწილეობდა. კვლევისას არც ერთი ვაქცინირებული მოზარდი არ დაინფიცირებულა კორონავირუსით. FDA საბოლოო მარეგულირებელი არ არის. კვლევის მონაცემებს აშშ–ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი (CDC) უახლოეს პერიოდში განიხილავს.