საქართველოს კოვიდ–სტატისტიკაში იანვრის შემდეგ მორიგი ანტირეკორდი დამყარდა
11/05/2021 06:51:57 საზოგადოება
საქართველოში გასული დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებებით 31 პაციენტი გარდაიცვალა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
რაც შეეხებათ კოვიდ–ინფიცირებულებს და გამოჯანმრთელებს, ოფიციალური მონაცემებით, ინფიცირების 1 788 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 1 251 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 28 532 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 20 349, „პისიარ“ ტესტით – 8 183.
ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 5,76% ბოლო 14 დღის – 6,07%, ბოლო შვიდი დღის – 6,35%.
იხილეთ ასევე: კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები თბილისსა და სამ რეგიონში იმატებს


